Monday, April 26, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი
კოსმოსი
პროექტის მოკლე აღწერა ერთი_ორი წინადადებით
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კოსმოსის,სამყაროს შესახებ,მზის სისტემის, გალაქტიკების,ვარსკვლავების და თანავარსკვლავედების შესახებ.შეუძლიათ შექმნან თვალსაჩინოებები ნახატების სახით.დაწერონ თავისუფალი თემა ,, მოგზაურობა კოსმოსში".
პროექტის სრული აღწერა
პროექტში მონაწილე ბავშვები ეძებენ ინფორმაციებს,ერთმანეთს უზიარებენ აზრებს. მარტივად ბავშვური ენით ახასიათებენკოსმოს,მზის სისტემას, პლანეტებს.შეადარებენ წარმოდგენებს კოსმოსის შესახებ ძელად და ახლა. მოისმენენ საინტერესო ინფორმაციებს თემაზე ,,უცნაური ფაქტები კოსმოსის შესახებ". მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში დამოიძებენ ინფორმაციას, მზის სისტემაში არსებული პლანეტების დიამეტრის, მზისგან დაშორების მანძილის,მზის გარშემო შემობრუნების დროის შესახებ. მოძებულ მასალას განვათავსებთ წინასწარ მომზადებულ ცხრილში.მოვაწყობთ ექსკურსიას პლანეტარიუმში.
მოსწავლეთა ასაკი
7–8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება.აზრის ჩამოყალიბება და მიწოდება. მიღებული ცოდნის შეჯამება. ტექსტის კითხვა. თხზულების წერა. ჯგუფური მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი,გაეცნონ სამყაროს, გაიგონ მეტი ვარსკვლავების უკიდეგანო სივრცის შესახებ, შეექმნათ წარმოდგენა გასაოცარი კოსმოსის შესახებ.შემოქმედებითი და კვლევითი უნარჩვევების განვითარება.ნახატები. ცხრილი_ მზის სისტემაში არსებული პლანეტების შესახებ.
სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეები გაიგებენ და და გაეცნობიან აქამდე მათთვის უცნობ საინტერესო ინფორმაციას სამყაროს შესახებ. დაათვალიერებენ გასაოცარ სურათებს კოსმოსურ სხეულებზე.

სამუშაო ენა
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან
არ გვყავს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ამ პროექტის განხორციელებისას მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები:
ქართ.II.1. მოსწავლე ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში. ქართ.II.5.მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
ქართ.II.8.მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ბუნება.II.6.მოსწავლე ახასიათებს მზეს,დედამიწას და მთვარეს.
ხელოვნება. ს.გ.II.3.მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს, ფორმას და ასახავს მას ნამუშევარში.
ს.გ.II.7.მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს,გამოთქვამს აზრს საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
პროექტის ფალსილიტატორი
ირმა ანდღულაძე
ფალსილიტატორის ელ–ფოსტა
irmaandguladze@gmail.com
პროექტის ფორუმი
არ გვაქვს
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://irmaandguladze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment